აღნიშნული კონკურსის ფარგლებში მიკრო-მეწარმე გულისხმობს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მიკრო-მეწარმეებს, რომლებიც არიან ან წარსულში ყოფილან საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებლები.