კონკურსის გამარჯვებულები:

 

2015 წლის საუკეთესო მიკრომეწარმე – თამაზ ნამორაძე 

სოფ. ქვემო ნიქოზი

თამაზ ნამორაძე კონკურსის წლის საუკეთესო მიკრომეწარმედ დასახელდა. მისი ბიზნესი სასათბურე მეურნეობას მოიცავს. მოცემული ბიზნესი კანდიდატმა დაიწყო ორი წლის წინ.

მეურნეობის დაწყებამდე, კანდიდატი ცხოვრობდა თბილისში და არ ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მაგრამ გადაწყვიტა გაეკეთებინა რაღაც ახალი და  მის მშობლიურ რეგიონში. ყველაფერი დაიწყო იდეით, რომ გაეკეთებინა სათბური.  სათბურის შესახებ ინფორმაციის ძიებისას წააწყდა უცხოურ ინოვაციურ პრაქტიკას, რომელიც რეგიონში არ არსებობდა. იდეა მდგომარეობდა შემდეგში, ზამთრის პერიოდში სათბურის გათბობა ენერგიის დაზოგვის გზით, რაც გულისხმობს სათბურის გათბობას თიხის მეშვეობით. ზამთრის პერიოდში ასეთი ტიპის გათბობა ნაკლებ რისკიანია,იმ კუთხით, რომ ხდება პროდუქციისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობების შექმნა. მოცემული ტიპის გათბობა ბუნებრივია და ამავდროულად არის ნაკლებ ხარჯიანი. მოცემული მეთოდით შესაძლებელია მეურნეობის განვითარება წლის ნებისმიერ დროს.

სათბური არის ნახევრად მიწაში ჩასული, ორი კედელი არის  მიწისაგან, ვინაიდან სათბური შეჭრილია მთის ფერდობში. ეს ყველაფერი აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სითბო და დაცული იყოს  ზამთრის პერიოდში დიდი ყინვისგან და ქარისგან. სათბურის სახურავი არის დახრილი, რაც საშუალებას იძლევა მიიღოს მზის სითბო მეტი რაოდენობით. ყოველივე აქედან გამომდინარე, სათბურს აქვს საწვავის ნაკლები დანახარჯები. მიწის ბუნებრივი სითბო უზრუნველყოფს სათბურის მიკრო კლიმატის სტაბილურობას და ახანგრძლივებს საწარმოო სეზონს.

 

2015 წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე – ანა წიქარიშვილი 

მარტვილი

ანას ბიზნესს წარმოადგენს ტურისტული მომსახურება.

კანდიდატმა ტურისტული მომსახურება დაიწყო 2011 წელს,  მას შემდეგ რაც მარტვილის რაიონი საინტერესო გახდა ტურიზმის კუთხით. კონკურენციის პირობებში მან ტურისტებისთვის  მომსახურება უფრო გააუმჯბესა. ანას იდეა წარმატებული აღმოჩდა.  მან დამატებით შექმნა ტურისტული ტურები, რითაც ფაქტიურად მოიცვა მთელი რეგიონის ტურისტული ობიექტები: ნოქალაქევი, დადიანის სასახლე და სხვა. მოცემული ტურების დამატებამ გამოიწვია მეტი ადამიანის დასაქმება.

ანა წიქარიშვილს კონკურენტებთან მიმართებაში აქვს შემდეგი უპირატესობები: იგი არის ადგილობრივი, საკმაოდ კარგად იცნობს რეგიონს, განსხვავებით კონკურენტებისა, რომლებიც მუშაობენ თბილისიდან. მასთან დასაქმებულია ადგილობრივი მაცხოვრებლები, რის გამოც მისი მომსახურება იაფი ჯდება. ჰყავს სერთიფიცირებული და კვალიფიციური გიდები. მას მრავლად ჰყავს სტუმრები, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან. ყოველი ტურის შემდეგ სტუმრებს უმასპინძლდება მეგრული სუფრით და  მათთვის აწყობს ტრადიციულ წარმოდგენებს. ანას მიზანია უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნოდ გასახსენებელი გახადოს მშობლიური მარტვილი ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

 

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე – ფიქრია ბანძელაძე 

თბილისი

ფიქრია ბანძელაძის ბიზნესს წარმოადგენს ტაქსოპარკი. მოცემული ბიზნესი დაიწყო 2012 წელს. მას თავდაპირველად ჰქონდა ერთი სიხშირე და 20 რადიოლოკაციური პორტატული აპარატი, რითაც ახორციელებდა 60-70 გამოძახების მომსახურებას. შემდგომ კანდიდატმა გადაწყვიტა ბიზნესის განვითარება და მიმართა საკრედიტო დაწესებულებას დასამხარებლად. მოცემული სესხით შეიძინა დამატებითი აპარატები და შესაბამისი ინვენტარი. ასევე ეტაპობრივად მოხდა სიხშირის დამატება მისი რაციებით, მოცემულ პერიოდში ემსახურება 800-1000 გამოძახებას. ამან ყველაფერმა გაზარდა შემოსავალი და დასაქმებული ადამიანების რიცხვი.  მოცემულ ბიზნესში დასაქმებული ჰყავს ძირითადად მანდილოსნები და იძულებით გადაადგილებული პირები.

კანდიდატი არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე ხშირად აკეთებს ფასების დაკლებას, ასევე ერთგულ მომხმარებელს თანხის არ არსებობის შემთხვევაში ემსახურება შემდგომი გადახდის პირობით, რაც განაპირობებს კლიენტების კმაყოფილებას და ლოიალურობას.

 

2015 წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე – თამარ თავზარაშვილი 

ოზურგეთი 

თამარ თავზარაშვილის ბიზნესს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. დღეისათვის თამარ თავზარაშვილი არის ოზურგეთში ერთდაერთი კერძო საბავშო ბაღის მფლობელი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გახსნილია უკვე 11 წელია და მოცემულ დაწესებულებაში სწავლობს 50 ბავშვი. იგი არის ერთადერთი რეგიონში სადაც ბავშვები სწავლობენ 2 უცხო ენას(ინგლისური, რუსული). მოცემული ბაღი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, ბაღს ემსახურება ორი აღმზრდელი, ორი პედიატრი, ფსიქოლოგი, მუსიკის პედაგოგი . დაწესებულებაში უსაფრთხო გარემოა როგორც ტექნიკურად, ასევე ეკოლოგიურად.  ბაღში დანერგილია აღზრდის და სწავლების ახალი მარიამ მონტესორის მეთოდი. მოცემულ დაწესებულებაში პატარები იღებენ ხარისხიან სკოლანდელ განათლებას, არიან უსაფრთხო გარემოში და იკვებებიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით.

 

2015 წლის ინოვაციური მიკრომეწარმე – გია ჯანჯღავა 

მარტვილი 

გია ჯანჯღავას აქვს გალავნების საამქრო მარტვილში, მოცემული საქმიანობით დაკავებულია 2006 წლიდან, საკუთარი დიზაინით აწყობს და კლიენტებს სთავაზობს ახალ მოდელებს.

მეწარმემ დასაწყისში აწარმოებდა რკინა-ბეტონის ღობეებს, რომელთა ყალიბები შემოჰქონდა პოლონეთიდან, რაც სიახლე იყო იმ პერიოდში. 2010 წელს გადაწყვიტა გადასულიყო თბილისში, სადაც დაიწყო ახალი დიზაინის ბლოკის წარმოება. ბიზნესისთვის საჭირო დანადგარები იყო მის მიერ შექმნილი.

2013 წელს გადაწყვიტა ევრო ბლოკის დაზგა დანადგარის წარმოება. ინტერნეტის დახმარებით შექმნა ჩინური დანადგარის მსგავსი დანადგარი, რომელიც იყო მის მიერ ინტერპრეტირებული. მოცემულმა დაზგას ჰქონდა მთელი რიგი უპირატესობები სხვა ტიპის მსგავს დანადგარებთან შედარებით.

რამოდენიმე თვის უკან გადაწყვიტა სიახლის დანერგვა ქართულ ბაზარზე სამშენებლო მასალების წარმოებაში. მან შექმნა ინოვაციური ტექნოლოგიებით აგური, რომელსაც ლეგო დაარქვა.

მეწარმე მაქსიმალურად ცდილობს აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია , ასევე ჰქონდეს ხარისხიანი მომსახურება, პროდუქციის ადგილზე მიტანით. კლიენტებს სთავაზობს უპროცენტო განვადებას და  უფასო მონტაჟს. აქედან გამომდინარე მას აქვს უპირატესობა ბაზარზე.