კონკურსზე განაცხადები მიიღება 2015 წლის 2 ოქტომბრამდე.

10 ოქტომბრამდე მოხდება განაცხადების გადარჩევის პირველი ეტაპი, რომლის შედეგად დაინიშნება საკონკურსო კომიტეტის (ჟიურის) შეხვედრა, სადაც მოხდება განცხადების გადარჩევის მეორე ეტაპი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ნოემბრის ბოლო კვირას ჩატარდება კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვების გალა-ცერემონია და მოხდება მათი გაცნობა საზოგადოებისთვის.