გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

რაოდენობრივი კრიტერიუმები დინამიკაში:

  • შემოსავლები
  • აქტივები
  • დასაქმებულთა რაოდენობა

ხარისხობრივი კრიტერიუმები:

  • მსესხებლის დადებითი საკრედიტო ისტორია;
  • სესხის/კრედიტის ეფქტურად გამოყენება;
  • ბიზნესის საბაზრო პოზიცია;
  • აქვს თუ არა ბიზნეს სტრატეგია და როგორ ლახავს სიძნელეებს;
  • ბიზნესის განვითარების პერსპექტივები;
  • ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიზნესის მნიშვნელობა.

ყველაზე ინოვაციური მიკრო-მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით ერთ ან რამოდენიმე ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

  • თანამედროვე ტექნიკის ინტეგრირება წარმოებაში;
  • ბიზნეს ამოცანის გადაჭრა ორიგინალური მეთოდით;
  • ახალი ტიპის ბიზნესის წამოწყება , რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.

სოციალურად ორიენტირებული მიკრო-მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით ერთ ან რამოდენიმე ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

  • დასაქმებული ჰყავს იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები;
  • საქმიანობას გააჩნია სოციალური ეფექტი სოფლისთვის, დაბისთვის, თემისთვის (მაგალითად აფთიაქი მთაში, ინტერნეტი მიუვალ სოფელში, სამარშუტო ავტობუსი მიუვალ სოფელში);
  • ენერგო ეფექტური ბიზნესი;
  • გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება;
  • წარმოება ეკოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით.

 

ახალგაზრდა მიკრო-მეწარმე გულისხმობს მონაწილეს 30 წლამდე.